პროგრამის სახელწოდება: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მეცნიერების მაგისტრი ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაში.
პროგრამის ხელმძღვანელები: დოქტორი რომან ჯობავა, ასოცირებული პროფესორი დავით კაკულია.
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი; პროგრამის სავალდებულო -75; მოდულის სავალდებულო-30 კრედიტი; არჩევითი -15 კრედიტი.
სწავლების ენა: ქართული
- მაღალკვალიფიცირებული, მოტივირებული და პასუხისმგებლიანი მკვლევარის მომზადება, რომელსაც გააჩნია საფუძვლიანი ცოდნა ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დარგში და პროფესიონალური კომპეტენციების დემონსტრირების უნარი ინდუსტრიაში, ბიზნესში, სამთავრობო და/ან საგანმანათლებლო დაწესებულებებში მზარდი პასუხისმგებლობების შესაბამისი პოზიციის დაკავებისას;
- ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიისა და მის მომიჯნავე სფეროებში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ახალი ცოდნის შექმნისა და გავრცელების ხელშეწყობა, ეფექტური ჯგუფური მუშაობისთვის აუცილებელი კომუნიკაციის და სოციალური უნარების გამომუშავება.
- თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა - ელექტრომაგნიტური მოვლენების ფუნდამენტური კონცეფციების გამოყენება თანამედროვე ტექნოლოგიებში, შესაბამისი მეცნიერება ტევადი პროგრამული უზრუნველყოფის მეთოდოლოგიური ბაზის შექმნა.
მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაში ან ბაკალავრის ხარისხი შემდეგ სპეციალობებში:
ელექტრული ინჟინერია, ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმატიკა, მართვის სისტემები, კომპიუტერული მეცნიერება, ენერგეტიკა, ტელეკომუნიკაციათუ მათ შესრულებული აქვთ თსუ-ს ელექტრონიკის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსების ექვივალენტური სასწავლო კურსები მათემატიკაში (30 ECTS კრედიტი), ზოგად ფიზიკასა (20 ECTS კრედიტი) და ელექტრონიკაში (20 ECTS კრედიტი);
საერთო სამაგისტრო გამოცდა;
გასაუბრება სპეციალობაში,
გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონის შესაბამისი);
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს ექნება ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დარგში ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც აძლევს ახალი, ორიგინალური იდეების შემუშავების საშუალებას; ამასთან სტუდენტი შეძლებს გამოიმუშავოს კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზები.
ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროფესია, დასაქმების კუთხით, ძალზე დინამიური და მრავალფეროვანია. ის აძლევს კურსდამთავრებულ მაგისტრს პროფესიონალური მოღვაწეობის მრავალ შესაძლებლობას, რომლებიც მოიცავენ ისეთ სფეროებს, როგორიც არის სამეცნიერო კვლევა, პროგრამირება, დიზაინი, ინდუსტრიული წარმოება, ტექნიკური მარკეტინგი, მედიცინა, აღრიცხვა, საბანკო საქმის უზრუნველყოფა, საზღვაო და საჰაერო ნავიგაცია, დაცვის, დაზვერვის, კონტრდაზვერვის, თავდაცვის სფეროები და მრავალი სხვა.
პროფესიული მოღვაწეობის მაგალითებია:
- ისეთი ცნობილი მსხვილი უცხოური ფირმების წარმომადგენლობები საქართველოში, როგორიცაა: Cisco, Hewlett Packard, Intel, IBM და სხვა;
- ტელე, რადიო, საკომუნიკაციო კომპანიები საქართველოში, როგორიცაა: მაგთიკომი, ჯეოსელი და სხვა;
- პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი კომპანიები საქართველოში (მაგ. EMCoS, Alta) და საზღვარგარეთ;
- იურიდიული და სააუდიტორო საკონსულტაციო კომპანიები, რომლებსაც სჭირდებათ პროფესიონალური ტექნიკური ექსპერტიზა ელექტრული და ელექტრონული
- მოწყობილობებისა და აპარატურის დარგებში (როგორც საქართველოში, ისე მის საზღვებს მიღმა);
- ინდუსტრიული წარმოება, რომელიც დაფუძნებულია ელექტრონულ ტექნოლოგიებზე, დანადგარების ავტომატურ მართვაზე და კონტროლზე (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ);
- აკადემიური კვლევითი ინსტიტუტები (როგორც საქართველოში, ისე მის საზღვებს მიღმა);
- შესაძლებელია სწავლის გაგრძელება დოქტორანტურის ფარგლებში მესამე საფეხურის აკადემიური/სამეცნიერო წოდების მისაღწევად (როგორც საქართველოში, ისე მის საზღვებს მიღმა).